პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.

სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება.

სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – ევროკავშირი სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე
შემდეგი სტატიაG7-ის სამიტზე პუტინის წინადადებები არ განხილულა, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არასერიოზულია – შოლცი