პრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში სავარაუდოდ, მარტში წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში თებერვლის ნაცვლად, სავარაუდოდ, მარტში გამოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში მისვლის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამუშაო კონსულტაციები უკვე გაიმართა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, პარლამენტი, როგორც წესი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს -7 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, 8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაე.წ კორტების საქმეზე ბრალდებულთა ახლობლები ციხეში ომბუდსმენის შესვლას ითხოვენ