პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე წარდგება

გიორგი მარგველაშვილი კიევში

საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე წარდგება. ფორმატზე კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება. დეტალები და კონკრეტული თარიღი კი პარლამენტის ბიუროზე დაზუსტდება.

როგორ აპირებს გიორგი მარგველაშვილი ახალ პრემიერთან თანამშრომლობას, ეს არის ის ერთერთი საკითხი, რომელიც უმრავლესობას პრეზიდენტისგან აინტერესებს.

ოპოზიცია კი ახალ პრემიერს მოუწოდებს, არ გააგრძელოს მისი წინამორბედის გამოცდილება და დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას, ამასვე მოუწოდებენ მთავრობას.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 2 თებერვალს, იხსნება.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა მუშაობს, რომ ბესელია, კობახიძე ამ რთული ისტორიიდან გამოაძვრინოს,”
შემდეგი სტატიაკალა–უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა