პრეზიდენტი ტყუის როდესაც ამბობს, რომ უშიშროების საბჭო არის ქმედითი – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტი ტყუის როდესაც ამბობს, რომ უშიშროების საბჭო არის ქმედითი ორგანო- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას ეხება. კობახიძე ამბობს, რომ არსებული რედაქცია არის ნონსენსი და ეს ვენეციის კომისიის ექსპერტებმაც დაადასტურეს. მისივე განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღეს აქვს ნომინალური უფლებები და ის ფაქტობრივად უფუნქციოა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის სტატუსზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს სტატუსის არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს უნდა ექვემდებარებოდეს შეიარაღებული ძალები.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს შეეშინდა… კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი იყო – კობახიძე
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსი რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს