პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს, იმას სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია საერთოდ არაფრად უღირს – კობახიძე

პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს, იმას სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია საერთოდ არაფრად უღირს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„სალომე ზურაბიშვილმა სამჯერ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ჯერ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, როგორც კი გამომიგზავნით დოკუმენტებს, მაშინვე შევუწყვეტო. იუსტიციამ მეორე დღეს გაუგზავნა, მაგრამ არ შეუწყვიტა. შემდეგ თქვა, განა, არ შევუწყვიტეო, სამთვიანი ვადა მაქვს და ამას ველოდებიო. შემდეგ სამ თვესაც არ დაელოდა და ერთ თვეში შეუწყვიტა მოქალაქეობა. ერთი თვის პერიოდში ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს, იმას სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია საერთოდ არაფრად უღირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიერის სინდისის რა მოგახსენოთ, მაგრამ, სულ მცირე, პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, კულტურის თვალსაზრისით მაგალითის მიმცემი იყოს, სამწუხაროა, რომ კითხვებს გაექცა – კობახიძე
შემდეგი სტატიანიკა მელია უთავმოყვარეო კაცია, ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან და ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ – კობახიძე