პრეზიდენტი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს გოგონების რიტუალური დასახიჩრების საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს

პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ კახეთის სამ სოფელში გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ვანდალურ ქმედებაზე.

„მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად. პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ კახეთის სამ სოფელში გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ვანდალურ ქმედებაზე.

„მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა, ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად. პრეზიდენტი მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით, თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდელობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი – მოსკოვი-სოხუმის ე.წ. შეთანხმება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის გააქტიურებას მიესალმება