საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს ტრადიციისამებრ, დუშეთში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო.
სახელმწიფოს მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.