პრეზიდენტი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს – კომისიის სხდომების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი სახელდება

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

პრეზიდენტი შეწყალების ბოლო აქტს აღარ გამოსცემს – ამის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში მომხდარი კრიმინალური ფაქტი სახელდება.

წყნეთში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ყოფილმა პატიმარმა ციხის სამი თანამშრომელი დაჭრა.

კომისიის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ბოლო შეწყალების აქტის გაუქმების მიზეზი ეს არის. ზვიად ქორიძე კომისიის სხდომის დეტალებზეც არ საუბრობს.

მაგრამ ფაქტია, რომ კომისიის სხდომა დღესაც არ ჩაუნიშნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია საქმეების განხილვას, რეკომენდაციების მომზადებას და პრეზიდენტისთვის გადაგზავნას ვეღარ მოასწრებს.

არადა, მარგველაშვილი რომ წასვლის წინ ბოლო შეწყალებას გეგმავდა, ეს კურიერს კომისიის წევრებმა დაუდასტურეს. მიმდინარე კვირას კომისიის ერთი სხდომა გაიმართა, თუმცა შემდეგ სხდომის დაწყების წინ კომისიის წევრებს მისწერეს, რომ მუშაობა შეჩერებულია. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახლა პატიმრები არ შეიწყალა ამას მომდევნო პრეზიდენტი გააკეთებს.

“კომისიის სხდომა ჩანიშნა პრეზიდენტმა, შემდეგ შეაჩერა ეს კომისიის სხდომა. თუ მარგველაშვილმა არ მიიღო შეწყალების აქტი, ის საქმეები, რომლებიც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული განხილული იქნება შემდგომი კომისიის სხდომაზე,”-ამბობს ქორიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ შეწყალების კომისიის ბოლო მოსამზადებელი 9 სხდომა პრეზიდენტის ინიციტივით მათთვის უცნობი მიზეზით შეწყდა.

ეკა გიგაურის განცხადებით, ახლა მხოლოდ გიორგი მარგველაშვილზეა დამოკიდებული 16 დეკემბრამდე შედგება თუ არა ბოლო შეწყალების აქტი.

banner
წინა სტატიაში“პასუხები უნდა მოვისმინოთ ძალოვანი უწყებებისგან” – მმართველი გუნდი ე.წ. ხორავას საქმეზე გახარიას პარლამენტში ელოდება
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოიძიონ, რამდენად რეალურია მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები