(video) პრეზიდენტი სატელეფონო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2016 21:13

(video) პრეზიდენტი სატელეფონო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტი სატელეფონო ჩანაწერებზე: პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სიბინძურით აპელირებენ, არ არიან ღირსნი ამომრჩეველი ენდოს

სხვა სტატიები

მარგსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის გავრეცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოება ისევე უნდა გაერთიანდეს, როგორც რამდენიმე თვის წინ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებისას გაერთიანდა.

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერში სკანდალური არაფერი იყო.

„გავიხსენოთ ის მძაფრი შეტევა. საზოგადოება მაშინ გაერთიანდა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ და ეს იყო პასუხი იმ ნაძირლობაზე, რომელიც მაშინ ვნახეთ. ბრძოლა მოვიგეთ. იმ სატელეფონო ჩანაწერში სკანდალური არაფერი იყო და შეიძლებოდა ის ჩანაწერი, ამ ადრესატებს თავად გამოექვეყნებინათ. ეს მათი გადასაწყვეტი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის ამაზრზენი უნდა იყოს, რომ საერთოდ ამასთან შეხება გვქონდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებმაც გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.

„პოზიცია დავაფიქსიროთ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამ ჩანაწერებს, ამ სიბინძურეს, ლაფს და საზიზღრობას თავის სასაუბროდ აქცევენ ხოლმე. როცა მაშინ დავაფიქსირეთ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ეს პოზიცია დავუფიქსიროთ იმ უხერხემლო პოლიტიკოსებს, რომელთაც ვერ აუწყვიათ სასაუბრო ამ სიბინძურის გარეშე.

არ ვიცი რა კავშირი აქვთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ჩანაწერებზე აპელირებენ ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ შენ – ადამიანი, რომელიც ამ ჩანაწერის შემდეგ რაიმე აპელირებას გააკეთებ, მორალურად არ ხარ ღირსი, რომ ამომრჩეველი გენდოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების დროს საკუთარი ღია პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მთელი აგრესია მასზე გადავიდა.

„როცა მაშინ გამოქვეყნდა, ღიად დავაფიქსირე პოზიცია და მთელი აგრესია წამოვიღე ჩემზე, როდესაც გავაკეთე განცხადება იმ ჩანაწერზე. არც ახლა მაქვს პრობლემა პოზიცია დავაფიქსირო. ის ლაფი და აგრესია ვიღაცას თავის თავზე უნდა აეღო, თორემ მთელ საზოგადოებაზე იქნებოდა მოდებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

https://youtu.be/1IFRtqufkrI

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2016 21:13

Google სტატისტიკა


2,517
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics