პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის აგრესია, რომელიც ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა, გარდამავალი პროცესის ბრალია.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერეციაზე განაცხადა.

„ვფქირობ, ის შეცდომები, ან აგრესია, რომელიც გამოვლინდა გარდამავალი პროცესის ბრალია. საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელდა“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია.

„მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან თქვენ გაგაჩნიათ დაცულობის მაღალი ხარისხი, მაგრამ სასამართლოს სჭირდებოდა ეს მაღალი ხარისხი არა მარტო იმიტომ რომ იურიდიულად ყოფილიყო გაწერილი კანონებში, არამედ იმიტომაც რომ ამ პრობლემებს მისცემობდა შესაბამისი შეფასება, ეს თემები გამხდარიყო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი.

ვხედავ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მუშაობს ბათუმში და რამდენად მნიშვნელოვან და დრამატულ როლს თამაშობს ეს ინსტიტუტი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვერენჩხილაძე : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა