„პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს“ – გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებისა და მთავრობის წევრების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა, რომლის ფარგლებშიც განაცხადა, რომ იგი ე.წ. მოსმენების კანონთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი განმარტავს:

„საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ვეტოს დადებით, მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტში გაგზავნით უკვე დააფიქსირა მოსმენების კანონთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, არა ერთი სარჩელი, საქართველოს მოქალაქეების ასეულობით სარჩელი შევიდა და შედის საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე, პოლიტიკური თვალსაზრისით და შინაარსობრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს მოქალაქეთა ასეთ განწყობას. ჩვენი მთავარი შეშფოთება იყო სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსმენების წინა კანონტან დაკავშირებით და ამას ვემყარებოდით ჩვენ, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს იყო, როდესაც პრეზიდენტი ვეტოს ადებდა მაშინ ამ კანონს, ახლა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის სტატუსით, იმისათვის, რათა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ანუ მიაწოდოს სასამართლოს საკუთარი მოსაზრებები, პრეზიდენტის მოსაზრებები კი მოტივირებულ შენიშვნებში ძალიან ნათლად გამოჩნდა“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოების პრობლემებზე და ხელისუფლებას არ აქვს მზაობა მისი გადაწყვეტის – ხოშტარია
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის გამოსვლაში ადექვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა”- სალომე სამადაშვილი