პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციას ახდენს

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციას ახდენს:

“როდესაც პრეზიდენტი, ჩემი აზრით, ახდენს საკონსტიტუციო კომისიის და არა “ქართული ოცნების” ან ხელისუფლების დისკრედიტაციას, სადაც ჩვენ შინაარსობრივად ვმსჯელობთ და განვიხილავთ საერთაშორისო გამოცდილებას და არ გამოვდივართ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და ამ შემთხვევაში ხდება ამ კომისიის დისკრედიტაცია, მეტიც, სპეკულაცია თემებით, რისი საფუძველიც პრეზიდენტს არ გააჩნია, ჩვენთვის მიუღებელია. ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება შეიძლება ემოციურად ჩავთვალოთ, მაგრამ ის რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ემსახურება პოლიტიკურ სტაბილურობას და ვინც ამ სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ის იქნება სწორ გზაზე” , – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთში ათასობით ადამიანმა ანტიკორუფციულ ზომებს დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატიამოსულში “ისლამური სახელმწიფოს” მიწისქვეშა საწვრთნელი ბაზა იპოვეს