პრეზიდენტი – სადაც საქართველოს საშინაო ინტერესები და ჩვენი უფლებებია, იქ ენის მოჩლექვა არ შეიძლება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, თუმცა დათმობაზე არ უნდა წავიდეს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელიც საქართველოში ტარდება საფრთხეს არავის უქმნის.

პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ახსენებს, რომ მსგავსი წვრთნები გასულ წელსაც ჩატარდა და მას საფრთხე, პრობლემები არავისთვის შეუქმნია.

“დღეს გაახსენდათ, რომ ეს წვრთნები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის პრობლემა. რატომ არის პრობლემური. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოა, ჩემს ტერიტორიაზე ვახორციელებ ჩემი სეიარაღებული ძალებისა და მოკავშირეების წვრთნებს. ვინმეს წინააღმდეგ არის ეს მიმართული? არა. აქ არის მარტივი ლოგიკა. მთელი ეს თემები გაცოცხლდა იმისტომ, რომ ცოტა ხანში არჩევნებია და ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი, რომელმაც ვერ ჩამოაყალიბა თავისი საშინაო და საგარეო პრიორიტეტები, ძალიან ხშირად პოლიტიკოსები საუბრობენ არა პოლიტიკური პროგრამებზე, კანონპროექტეზე, არა შეხედულებებზე, არამედ ისინი მარტივად ვარჯიშობენ ერთმანეთის შეურაცხყოფასა და გაქილიკებაში. ასეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც არა აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრიორიტეტები, არც შიგნით არც გარეთ, ბუნებრივია, ნებისმიერ თემას ეძებენ ხოლმე. მინდა საქართველოს მოსახლეობას მოვახსენო, რომ ასეთივე წვრთნები ჩატარდა შარშან და ძალიან მშვიდობიანდ. ეს წვრთნები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო გაძლიერდებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. არანაირად არ ვამართლებ რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკას, მაგრამ სადაც არის საქართველოს საშინაო ინტერესები და ჩვენი უფლებები, იქაც ენის მოჩლექვა არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს უფლებებს დავიცავთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “რიონის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პირველმა ლედიმ ლაიფციგში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული კავშირების ეფექტური გზა