პრეზიდენტი – საჭიროა, ყველამ ერთად ვისწავლოთ სიწყნარე და სიმშვიდე, ამას მივეცი ხმა

საჭიროა, ყველამ ერთად ვისწავლოთ სიწყნარე და სიმშვიდე, ამას მივეცი ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პოლარიზაცია ქვეყანაში დასრულდება.

„მგონი, საჭიროა, რომ თქვენც და ჩვენ, ყველამ ერთად ვისწავლოთ სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არ დასრულდება, ხეირობს მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში #31 საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების მხარდამჭერები “ფორმულას” და “თაიემრის” ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაკალაძე – 10:00 საათის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა 5 პროცენტით გაიზარდა