პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი გამოაცხადა

margvela56პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისი  გამოაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი შეთანხმებული ვართ არჩევნების თარიღის თაობაზე და ეს არის უცვლელი. რაც შეეხება კამპანიის დანიშვნის გამოცდების თარიღს, მიხედვით კონსენსუსამდე, შევაჯერეთ პოზიციები შევთანხმდით, რომ კონტრასიგნაცია 8 ივნისს მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარს და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

 

 

banner
წინა სტატიაშინატა ფერაძეს 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: საუბრობდნენ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია