პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის გააქტიურებას მიესალმება

პრეზიდენტი მიესალმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის გააქტიურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სწორედ პრეზიდენტის ხელშეწყობით დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის, შეთანხმებული დოკუმენტის შესაქმნელად. ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა კოალიცია “ქართული ოცნებისა”. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება და საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც იყო მმართველი ძალის მიერ, ჯერ კიდევ 2012 წელს გაცემული დაპირება. ის რომ, ცვლილებები საარჩევნო სისტემის მხრივ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც დადასტურდა”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს გოგონების რიტუალური დასახიჩრების საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პარლამენტის კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებთან შეხვედრას მართავს