პრეზიდენტი საარჩევნო დარღვევებზე საკონსტიტუციოში სარჩელს შეიტანს

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს. ეს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.

“ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ.

ჩემი სარჩელის მიზანია, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე – თუ როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი.

მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომელიც როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, მათაც შეძლონ და გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში”- თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან მგალობლიშვილი – სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს არსებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს