პრეზიდენტი: რურუას 27 აპრილს შევიწყალებ, როცა ოპოზიციური პარტიები პლენარულ სხდომაზე შევლენ

“პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც.

“საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი”, – წერს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: ამნისტიის კანონპროექტის ინიცირების მიღება მოხდება დაყოვნების გარეშე
შემდეგი სტატიაიმნაძე: აცრის წინ ანალიზები საჭირო არაა, არეკლამებენ ხალხს ფული, რომ დაახარჯვინონ