(video) პრეზიდენტი : როდესაც ვუყურებ საარჩევნო ბიულეტენს, მეც მჭირდება დაფიქრება, ვის მივცე ხმა

giorgi_margvelashvili_archevnebze_8820“როდესაც ვუყურებ საარჩევნო ბიულეტენს, მეც მჭირდება დაფიქრება, ვის მივცე ხმა,” – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, არჩევნებზე მისვლა აუცილებელია, ვინაიდან თუ ბევრი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, კორცხელის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

“თუ ჩვენ განაწყენებულები ვართ პოლიტიკოსებზე, არ მოგვწონს, ამ თვალსაზრისით თუ არ წავალთ არჩევნებზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე ბნელ და მიუღებელ ძალას ვაძლევთ ხმას. თუ გადაწყვეტთ, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე, აიღეთ ბიულეტენი, შეხედეთ შიგნით ვინც ყველაზე მეტად არ მოგეწონებათ, ჩათვალეთ, რომ იმათ აძლევთ ხმას იმით, თუ არ წახვალთ არჩევნებზე,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც, გააკეთა განცხადება.

“ძალიან აქტიურად შემოაქვს საქართველოში დაბრუნების საკითხი. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია, საუბრობს დაბრუნებაზე. ის აპრიორი ძაბავს ვითარებას და ცდილობს ტემპერატურა ასწიოს,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

 

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მარგველაშვილი : არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს
შემდეგი სტატიარუსეთს ეკრძალება ევროპული თამაშების ჩატარება