პრეზიდენტი: ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტი 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და “ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ გყავს”

როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის მასპინძლობს საქართველოს ერთგულ მეგობრებს, რომლების დამსახურებითაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო:

“ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის გაპროტესტებული იყო ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები ამიტომაც, რომ შევდივართ კრიზისში, ვიცით, რომ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან რომ ჩვენთან ერთად მონახონ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ამ კრიზისიდან გამოვა მხოლოდ სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი როცა ამის დრო მოვა-” განაცხადა პრეზიდენტმა

banner
წინა სტატიაშირუსებმა ნიკოლაევს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი
შემდეგი სტატიაორბელიანების სასახლესთან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას მართავს