პრეზიდენტი ქორწინებაზე: ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ?..ეს გამოგონილი თემაა

პრეზიდენტი თვლის, რომ ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია და ქვეყანაში სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია, სადაც არის უმუშევრობა, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, ერთსქესიანთა ქორწინება პრობლემად არ უნდა იქცეს. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პირველ გიმნაზიაში ლექციის დროს გააკეთა. თემით ერთ-ერთი მოსწავლე დაინტერესდა:

„ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ? რატომ ვიწვევთ ქარიშხალს ჭიქაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილებზე. ამაზე საუბარი მათთვის გამოსავალია. თითქოს, ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია და მათ ქორწინებისთვის პრობლემები ექმნებათ. ეს გამოგონილი თემაა“ -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ახლა მზეს ვხედავ მხოლოდ იმ შენობის ანარეკლიდან, რომელიც ააშენეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა