უმრავლესობაში კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტი ქარიზმატული არ უნდა იყოს და მისი მთავარი ფუნქცია ვითარების დაბალანსებაა.
„… პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი დამაბალანსებელი სახელმწიფო სხვადასხვა შტოებს შორის. ქარიზმატული უფრო პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და პრეზიდენტს სულ სხვა ფუნქცია აკისრია. ქარიზმატულობა მე ვფიქრობ საერთოდ არ არის საჭირო პრეზიდენტისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელ რეალობაშიც ჩვენი კონსტიტუცია არის,“-აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.