პრეზიდენტი ფარული კადრების გავრცელებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. განცხადება მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააკეთა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ვიდეომასალების გავრცელება გარკვეული ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ემსახურება. პრეზიდენტი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფად გამოიძიონ საქმეები და პასუხი გასცენ საზოგადოებას.

„პირველრიგში  მინდა  ხაზი გავუსვა იმას, რომ გამოძიებამ, ისევე როგორც ჩვენ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ დავდევთ ჰაკერებს ამ მომენტში ან ვიღაც ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ატვირთეს ინტერნეტში. ეს არის პროცესი, როდესაც გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისა უნდა გავლენის მოხდენა  პოლიტიკურ პროცესზე, ეს არის პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად ეს უნდა გაიაზრონ სამართალდამცავებმა და ამის გააზრებით უსწრაფესად პასუხი მისცენ საზოგადოებას,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით”
შემდეგი სტატია(VIDEO) დავით ბერძენიშვილი:”რესპუბლიკურ პარტიას ვერ მოგვერევიან”