პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში 3 თებერვალს, 14:00 საათზე მოისმენს.

“საქართველოს პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება 2 თებერვალს, სამშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომით, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ქ. ქუთაისში პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლების და სურვილის მქონე თანამდებობის პირებისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი”, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მომხდარი არ ამცირებს იმ პატივისცემას, რაც შეერთებულ შტატებს ქართველი სამხედროების მიმართ აქვს
შემდეგი სტატია“ქალმა მადლობის ნაცვ­ლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო”