პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია

დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა – რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მიწვეული სტუმრები, ტრადიციულად, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ცერემონილაზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვეს.

“სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის”, – ნათქვამია პრესსამსაუხირს განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13:00 საათზე, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ოპოზიცია ე.წ. ყალბ ენჯეოებს ქმნის და ამით უცხოურ დაფინანსებას იღებს
შემდეგი სტატიაფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შევაჩერეთ