პრეზიდენტი პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენაზე შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, პრეზიდენტი კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს.

„ამ შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედონ თანამდებობის პირებმა, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. კონსტიტუციის 80-ე პრიმა მუხლი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც ამას განსაზღვრას კონსტიტუცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მოგეხსენებათ რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ნათლად დააფიქსირა და საჯაროდ თქვა მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არის ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა მისი არჩევანი . პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხი ეს არის რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს კონსტიტუცია და ბუნებრივია პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი შეასრულებს იმ მლვალეობას რასაც აკისრებს ქვეყნის კონსტიტუცია. პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს შვიდი დღის ვადა, თუმცა ეს აქტი გამოიცემა დღეს და პრეზიდენტი მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში რასაც აკისრებს მას.კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა რომ მას განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს და ეს ნათელი იყო, როდესაც მან ისაუბრა რომ მისი შეხედულებით მოცემულ სიტუაციაში მმართველ გუნდს უნდა წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მმართველმა გუნდმა წარმოადგინა სხვა კანდიდატურა და ამ კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი დღეს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს მისი განკარგულებით.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის სოფელ პალურში გზების რეაბილიტაციისთვის 3 678 193 ლარი დაიხარჯება
შემდეგი სტატიაოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ამავე საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებმა სცემეს