პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა მათივე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი – მიშველაძე

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა მათივე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“პრეზიდენტი დათანხმდა პარლამენტის თამჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომ საზოგადოების წინაშე, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წინაშე მომხდარიყო საკონსტიტუციო თემების განხილვა. პრეზიდენტი დათანხმდა ამ წინადადებას, რაც გაშუქდებოდა ყველა ტელევიზიის მიერ. გაუგებარი მიზეზით მათსავე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი”, – განაცხადა ეკა მიშველძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში პარლამენტში მივა
შემდეგი სტატიამონარქია – “ერთდღიანი გაუგებარი პიარაქცია”