პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი “პარიზის მშვიდობის ფორუმში” მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმი 10-11 ნოემბერს გაიმართება.

“ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს “From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle” – წერია განცხადებაში.

პანელი ხვალ, 10 ნოემბერს თბილისის დროით, 18:30 – 19:15 სთ-ზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგო
შემდეგი სტატიაშოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად თიბისი USAID-თან თანამშრომლობს