პრეზიდენტი – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა

აქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას აკეთბს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი.

იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დღემდე არ ეძლევათ საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას წარმოადგენს უცხო სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვაზე.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ,” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ინსტიტუტების და პატრულის მიმართ პატივისცემა შემცირდა
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს