პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცებას კიდევ ერთხელ გმობს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცებას კიდევ ერთხელ გმობს.

„პრეზიდენტი ეხმაურება გასულ კვირაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების აღმაშფოთებელ ფაქტებს. საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის, ორივე მათგანი განთავისუფლებულია, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო და დანაშეულებრივ ქმედებებს და ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან ყველა მოლაპარაკებისა და თუ დიალოგის ფორმატში, აღნიშნული საკითხი იყოს აქტუალური და განიხილებოდეს ყველა დონეზე“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლას არ დაესწრება
შემდეგი სტატიაბესელიასგან კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ოროსანი ვუწოდე