საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ჩეხეთიდან ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ჯარისკაცები, რომლებიც 9 აპრილს მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუსწორდნენ და მოკლეს, რუსები იყვნენ და არა – “უცხო ძალა”.
პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” პრემიერს სამარცხვინო უწოდა.
“9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა! 9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა! მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას! იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა! დიდება გმირებს! პ.ს. სირცხვილი თქვენ – საქართველოს ე.წ. მთავრობა- : “რუსები” იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ”- წერს ზურაბიშვილი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კი 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში კობახიძე რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაშია.
პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.