პრეზიდენტი მზადაა ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა შეუწყვიტოს

გიორგი მარგველაშვილი მზად არის იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად და შეუწყვიტოს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა თუ ამის შესახებ მას დასკვნას და რეკომენდაციას გადაუგზავნიან. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩეველმა გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთა.
„მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გახლავთ უპირობო საფუძველი ამ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის.

ამგვარი განცხადებები მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ისუტიციის სამინისტროდან თვის განმავლობაში ასეულობით შემოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შესაბამისად, პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რასაც იგი იღებს ანალოგიური საფუძვლით საქართველოს სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, ანუ შეუწყვეტს ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობას“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძემ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” აქცია სახელწოდებით “უპატრონო ქალაქი” გამართეს