“პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო” – ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას შეეხო, ის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო.

“ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, როგორიცაა მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, ვისურვებდი მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე გაკეთებულიყო კომენტარები, რადგან სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველა არსებული პრობლემა. ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, მთელ სახელმწფიო აპარატს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებად იყენებს, და არა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო” – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის გამოსვლაში ადექვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა”- სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური ყოფილიყო