პრეზიდენტი: მსურს გულწრფელად მივესალმო მსოფლიოში პირველი ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის დაფუძნებას

“მსურს გულწრფელად მივესალმო მსოფლიოში პირველი ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის დაფუძნებას. ვფიქრობ, რომ ფაქტი, რომ ეს კონსორციუმი საქართველოში ფუძნდება პირველად მსოფლიოში არ არის შემთხვევითი. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ნამდვილად იმსახურებს, რომ ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში საჭირო ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა და გამოყენება ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩვენი ქვეყნიდან დაიწყოს.

სწორედ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, იქნა შერჩეული ამ კონსორციუმის დასაფუძნებლად. ეს იქნება პირველი ღვინის ინდუსტრიის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინის კონსორციუმი მსოფლიოში, რომელსაც ,,ვივ ტექნოლოჯისთან“ ერთად საქართველო და ღვინის სააგენტო განახორციელებს.

უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ინოვაციური ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის ვერიფიკაციას, მისი გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტიანობის გაზრდას, მეღვინეობებისათვის დამატებითი კაპიტალისა და ფინანსების მოზიდვას, საექსპორტო პროცედურების გამარტივებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხისა და ფასის ამაღლებას.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ კონსორციუმის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ქალი მეღვინეებისადმი, შესაბამისი სპეციალური პროგრამებისა და გადამზადების მეშვეობით”. -თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმის დამფუძნებელ ღონისძიებაზე.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი: ,,მოვითხოვთ, ცესკო-სგან დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება – ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციას ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტინის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია.’’
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ