პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს „გაზპრომთან“ დაკავშირებულ პროცესებში

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. ეკა მიშველაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.

მიშველაძის განცხადებით, პარლამენტის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხების მიღება.

„რატომ მოხდა, რომ ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციები შესუსტდა? ამ კითხვებზე პასუხის მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლებო შტოს, საქართველოს პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს, თუმცა, ჯერკიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა, თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც მსგავს შემთხვევებში საფრთხეების თავიდან აცილება. შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაში„ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულმა მოვაჭრეემა თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს
შემდეგი სტატიაგაერთიანება „სასინჯი კონტროლი“ ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზს ასახელებს