პრეზიდენტი მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლის განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში, რომელშიც ჩართული არიან მოსამართლეები და პოლიტიკოსები, პროცესს, რომელიც სამწუხაროდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს“,-აღნიშნა გიორგიმარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მიმართა პროცესში ჩართულ მოსამართლეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო დისკუსიებისგან.

„მინდა, მოვუწოდო მოსამართლეებს შეეცადონ, თავი შეიკავონ საჯარო დუსკუსიისგან. მინდა, ვთხოვო პოლიტიკოსებს, იქნები მოხდეს სხვა თემებზე გადართვა. იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები და პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პილიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, არსებობს რაღაცები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაზბიგნევ ბჟეზინსკი: „რუსეთი, საერთოდ, ზედმეტი ქვეყანაა“