ავსტრიის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პარტია თანხმდება ევროკავშირთან დაახლოებაზე

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დენ ბელენის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის სურვილზე ევროატლანტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პარტიებს შორის არსებობს კონსენსუსი ევროკავშირთან დაახლოების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ყველა პარტია თანხმდება, პარტიათაშორისი კონსენსუსი არსებობს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი. იმისგან დამოუკიდებლად, რა სირთულეც არ უნდა არსებობდეს პოლიტიკურად სხვა სფეროებში, საგარეო პოლიტიკა კონსენსუსის სფეროა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან დაახლოებისთვის. მე მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული რეალიზება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ესეც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატი გახლავთ“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

ამასთან, ბელენის განცხადებით, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადი განვითარება და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.

„აქაც ჩვენ საქართველოს მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ. მაგალითად, თვინინგების პროექტების მეშვეობით ორ ქვეყანას შორის, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. მაგალითად, ევროსტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით საჯარო მმართველობაში და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის კიბერნეტიკული უსაფრთხოება და დენის რეგულირება“, – აღნიშნა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

banner
წინა სტატიაშივაქცინაცია – გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის – კულუმბეგოვი
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ხვდება