პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. ამის შესახებ მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსთავი 2″-ის საქმის ირგვლივ ორი კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა. თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს. ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველ კოალიციას, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად; აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპარლამენტო ჩხუბებში საქართველოც მოხვდა… (VIDEO)
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი: თუ ქიბარ ხალვაშმა აიღო ეს ტელევიზია, რადიკალურად შეიცვლება აქ ყველაფერი