,,პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და კვოტირების სისტემის დანერგვას”

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი თავდაცვის სამინისტროში გენდერული კვირეულის – “ქალი ქვეყნის სამსახურში” – დასკვნით შეხვედრას დაესწრნენ.

როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გენდერული კვირეულის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროში წარმოდგენილი იყო ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქალების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელიც მაკა ჩიჩუამ, გიორგი აბაშიშვილმა და ირინე იმერლიშვილმა დაათვალიერეს.

ღონისძიება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მინდა ყველა ქალს მივულოცო 8 მარტი და აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიამ არაერთი გმირი ქალბატონის სახელი და გვარი შემოგვინახა. დღეს ჩვენ თავდაცვის სამინისტროში ვიმყოფებით, აქ სამხედრო მოსამსახურეებისა 7 % ქალბატონია. დღეს ჩვენ აქ ვხედავთ გმირებს, გმირ ქალბატონებს, რომელბიც ჩვენს ქვეყანას იცავენ. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად ქალთა როლის გაძლიერება. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების 50% ქალბატონია, ისინი სამოქალქო პოზიციებზე მუშაობენ, საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი თანამშრომლების 54% ქალია, ეს არის მაგალითების ერთი ნაწილი და არა ამოწურვადი, რომელიც გვაჩევებს რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გასული წელი ქალთა წლად გამოაცხადა, პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საქართველოში და კვოტირების სისტემის დანერგვას, მიგვაჩნია რომ ქალთა როლი პოლიტიკაში არის განუზომელი, და ქალთა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოსაყენებელია.”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
დღეს, ასევე მაკა ჩიჩუამ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, ფოტოგრაფ გიორგი ცაავას პერსონალური ფოტო გამოფენა – “ცხრა” დაათვალიერეს, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.

პირველმა ლედიმ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და საქმიანობის 9 ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ქალბატონი მონაწილეობდა:

“პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ქალს ქალთა საერთაშორისო დღეს! ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულსა და ყველაფერს საუკეთესოს. ეს პროექტი სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც სხვა ხელოვანებსაც მისცემს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი იმუშაონ მსგავს თემაზე. ამ ნამუშევრებით გამოჩნდა, რომ ფანტასტიკურად შეიძლება წარმოაჩინო ეტლით მოსარგებლე სპორტსმენი ქალი ასეთ ლამაზ და მომხიბვლელ ფორმაში”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას მხარი ღიად დაუჭირა”
შემდეგი სტატია(video)თავდამსხმელი მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი – ალექსი პეტრიაშვილი