,,პრეზიდენტი მხარს უჭერს მეტ სამოქალაქო ჩართულობას, რათა კონტიტუციაში აისახოს ქართველი ხალხი ნება-სურვლი“ – მაჭუტაძე

,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას საინტერესოს უწოდებს. როგორც მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციის ირგვლვ პრეზიდენტი აქტიურ შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.
მისი თქმით პრეზიდენტი მხარ უჭერს ამ საკთხის ირგვლივ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ექსპერტების მეტ ჩართულობას.

,,შეხვედრამ ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ვისაუბრეთ იმ კონცეპტუალურ საკთხებზე და იმ პოლიტკურ და სახელმწიფოებრივ რისკებზე, რომელსაც ქართული ოცნების უზურპატორული კონტიტუციური მოდელი გვთავაზობს. შეხვედრაზე ქართული საზოგადოების მხრიდან გამოითქვა კონკრეტული შიშები, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი შესაძლოა ლიკვიდირებულ იქნას. საქართველოს პრეზიდენტს, რასაკვრიველია, სურვილი აქვს, ბევრი საზოგადოებრივი ჩართულობა იყოს. სამოქალაქო ჩართულობა უფრო მეტ ფორმატებში იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში კონსტიტუციაში ასახული იქნას არა ერთი კონრეტული ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის ნება და სურვილი. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების ფორმატს, რომელიც მათ შორის ინსტიტუციურ ჩართულობას გულისხმობს, რასაკვირველია იმ ჩარჩოებში, რომელიც კონსტიტუციურ ეთიკას არ არღვევს, იმ ეთიკას, რომელიც სახელმწიფო უმაღლესმა ინსტიტუებმა უნდა დაიცვას“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ საზოგადოებას, გაეცნოს ჩვენს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით – ნინო გვენეტაძე
შემდეგი სტატია,,მოაშორეთ უბორნია“ – წითელი ჯიხური ოზურგეთის ცენტრში