პრეზიდენტი: მივმართავ სამართალდამცველებს, ახლა არის ვითარება, როდესაც სტაბილურობამ უნდა გაიმარჯვოს კრიმინალზე

მინდა, მივმართო სამართალდამცველებს, ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების დროს დაშავებულები მოინახულა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს და საავადმყოფოს მედპერსონალს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა, მივმართო სამართალდამცავებს, ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს და მოქალაქეებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან, წვანან საავადმყოფოში მძიმე ჭრილობებით. მოგიწოდებთ ყველას, იმუშაოთ გაორმაგებული ენერგიით, მე თქვენს გვერდით ვდგავარ თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიროსლავ ლაიჩაკი: მიხარია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს