პრეზიდენტი: მივიღე პირობა, თუ ქარტია შესრულდა, დაგვაბრუნებენ EU-ს მოლაპარაკებების გახსნასთან

“მინდოდა გამევლო პარტიებთან ყველა პუნქტი ქარტიის და მიმეღო მათგან კიდევ ერთხელ დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული. მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირებს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდება რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება თუ იქნება, პირობა მივიღე, რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით – მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,”-განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: 14 დღე დარჩა არჩევნებამდე, ყველაფერი კარგადაა – ქარტია შედგა
შემდეგი სტატიაFT: საქართველო ორი განსხვავებული არჩევნის წინაშეა: რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა