პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მმართველმა კოალიციამ მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები ვერ აითვისა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ სკოლაში გამართული საჯარო ლექციის დროს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება, მილიარდიან ინვესტიციაზე გაიყვანოს ბიზნესი.

„უყურებ ქვეყნის შესაძლებლობებს, რომელიც ათვისებადია, იმ სექტორებს, რომლებიც ათვისებადია, მაგრამ როდესაც შეხედავ ჩვენს ეკონომიკას და ნახავ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან ცოტაა, ეს ძალიან ცუდია. ეს მმართველი კოალიციის შეცდომა იყო, როდესაც ეს შესაძლებლობები ვერ აითვისეს, მაგრამ ახლა არ დავიწყებ ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი ფაქტორია საგარეო საფრთხეეები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი რამ მოხდება საინტერესო და სასარგებლო
შემდეგი სტატიაკიოლნში რესტორანი ერდოღან-ბიურგერის დამო დახურეს