პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კრწანისის ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის.

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარი სამწუხარო ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის“,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიანატო შეშფოთებულია – “ადმირალმა კუზნეცოვმა” შესაძლებელია ალეპოს ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა