პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორისა და ყველა, საკითხით დაინტერესებულ მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, “მაუწყებლის შესახებ” კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს, ეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.

“ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს: მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს მაუწყებლობის შესახებ. თუმცა ამ დრომდე სადავო რჩება მთავარი საკითხი – უნდა შეეძლოს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის განმავლობაში კომერციული რეკლამის განთავსება და სტარტაპების დაფინანსება.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ