პრეზიდენტი ლევილის მამულის გადმოცემის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანსა და უწყებას მადლობას უხდის

პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანსა და უწყებას, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში იყო ჩართული.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ფაქტს დღეს გიორგი მარველაშვილის სახელით პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, დასრულდა 25-წლიანი პროცესი, რომლის შედეგად ლევილი მის კანონიერ მემკვიდრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
”პრეზიდენტს სურს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა ყველა იმ ადამიანს და უწყებას, რომელიც ამ პროცესში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო ჩართული. მისი წარმატებით დასრულებისთვის კი, განსაკუთრებულად აღსანიშანვია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და ელჩის, ასევე პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა შთამომავლების როლი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ლევილის ბიბლიოთეკაში და მოწესრიგდა წიგნების ფონდი. სამომავლოდ ასევე რამდენიმე საინტერესო პროექტი იგეგემება.

banner
წინა სტატიაშისუს-ის თანამშრომლები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებიან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს გამართავს