პრეზიდენტი – ყველაზე მეტად პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური

“ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას ეფექტურად დაიცვას სახელმწიფო ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. საზოგადოების ვალია პატივი სცეს პოლიციას და ამით თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგომელაური – მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან
შემდეგი სტატიაბოკერია – უახლოეს დღეებში კონსულტაციების დაწყება პარტიებს შორის აუცილებელია