პრეზიდენტი: ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ძლიერი და პრინციპული ადამიანები არიან

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2016 11:11

პრეზიდენტი: ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ძლიერი და პრინციპული ადამიანები არიან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩილაძეს, რომელიც მან დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა, მაღალკვალიფიციურ იურისტებად, ძლიერ და პრინციპულ ადამიანებად ახასიათებს.

პრეზიდენტის თქმით, ისინი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებენ.

„დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სახელმწიფოს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რთული გზა, როგორც ქალბატონი ირინა, ასევე ბატონი გიორგი, ორი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე, იმ მოსამართლეებს, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოებამ მნიშვნელოვნად ახლა გაიაზრა და გაიგო საკონსტიტუციო სასამართლოს როლი. ბოლო დროს, მართლაც გახდა უძლიერესი ინსტიტუტი სახელმწიფოსი, რომელსაც აქტიურად მიმართავენ როგორც პოლიტიკოსები ასევე მოქალაქეები. თქვენ გაგაჩნიათ დაცულობის მაღალი ხარისხი. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მოსამართლებს და მადლობა გადავუხადო იმ მომსამართლეებს, რომლებსაც ვადა ამოეწურათ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი – უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი – პრეზიდენტი ნიშნავს.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2016 11:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics