პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო გუნდი აქცენტს ეკონომიკურ წინსვლაზე გააკეთებს

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, მთავრობის ფორმირება პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხია.

როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო გუნდი ეკონომიკის გაუმჯობესებაში თვისობრივ ცვლილებეს მოახდენს.

„მთავრობის ფორმირება პრემიერის პრეროგატივა და მისი პასუხისმგებლობის თემაა. ეს მისი კომპეტენციაა. პრეზიდენტი კი, იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ეკონომიკური წინსვლა და გაუმჯობესება ჰქვია. ასევე, იმედს გამოვთქვამთ, რომ აქცენტი სწორედ ამ კუთხით, ეკონომიკურ წინსვლაზე გაკეთდება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარედგინა
შემდეგი სტატია“ენმ” ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფის წევრად შესაძლო დასახელებას ეწინააღმდეგება