პრეზიდენტი გმობს ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე

პრეზიდენტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ფაქტს გმობს.

მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მიესალმება, რომ გამოძიება დაიწყო.

“პრეზიდენტი გმობს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ფაქტს, ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე. პრეზიდენტი მიესალმება, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი”, – აღნიშნა მიშველაძემ.

14 ოქტომბერს ღამით თბილისში 32 წლის ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს. მას თავი გაუჩეჩქვეს და ყელი გამოჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების პრევენციის მიზნით ქმედითი ზომების გატარების მოთხოვნით, გუშინ შსს-ს შენობასთან აქცია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტური გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდება
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ლარის კურსი დასტაბილურდება